ვეტერინარიისა და ტექნოლოგიების

სპეციალობის მოთხოვნილება დღეს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.....

პროგრამა მიზნად ისახავს მომზადდეს ვეტერინარი, რომელიც შეძლებს ვეტერინარი ექიმის ზედამხედველობითა და მითითებით წარმართოს კომპლექსური საქმიანობა ვეტერინარიის სფეროში, რომელიც მიმართულია ყველა სახის (ძუძუმწოვარი) ცხოველის, ფრინველის, თევზის, ფუტკრის გადამდები და არაგადამდები დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის, ვეტერინარულ-სანიტარული თვალსაზრისით სრულფასოვანი, კეთილსაიმედო მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების, ცხოველთა და ფრინველთა პროდუქტიულობის ამაღლებისაკენ. აგრეთვე, დაიცვას მოსახლეობა ცხოველებისა და ადამიანის საერთო დაავადებებისაგან. დღეს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მეტად საჭირო და აუცილებელ პროფესიას წარმოადგენს ვეტერინარია. ჩვენი ქვეყანა მტკიცედ ადგას ევროინტეგრაციის გზას და ცხადია,შესაბამისიი რეფორმები ხორციელდება სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის სფეროშიც. ევროკავშირის რეკომენდაციებში საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღების შესახებ, მითითებულია ქვეყანაში სურსათის უვნებლობის ქმედითი სისტემის შექმნა, რაც პირდაპირ კავშირშია ცხოველთა ჯანმრთელობასთან და ადამიანთა უსაფრთხოებასთან. მით უმეტეს გათვალისწინებული იქნება, რომ საქართველო ტრანზიტული ქვეყანაა და თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებრივ-კლიმატური პირობებით მაღალი რისკის ზონას წარმოადგენს, როგორც ცხოველების ენდემური, ასევე ეგზოტიკური დაავადებების შემოჭრის საფრთხის თვალსაზრისით, რომლის პრევენციას და კაცობრიობის დაცვას ცხოველებისა და ადამიანების საერთო დაავადებებისაგან შეძლებს ვეტერინარი. გამოთქმა - ,,ექიმი კურნავს ადამიანს, ვეტერინარი - მთელ კაცობრიობას", ჩვენს სინამდვილეში კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ამ მხრივ ყველა ქვეყანამ და მათ შორის, საქართველომაც, უნდა შექმნას მტკიცე გარანტიები.

ხელმძღვანელები: უნივერსიტეტის ვეტერინარიისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი, ვეტერინარიის აკადემიური დოქტორი ნინო მილაშვილი; უნივერსიტეტის ვეტერინარიისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ვეტერინარიის ადადემიური დოქტორი შალვა მაკარაძე.



ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტების  გადამუშავების ტექნოლოგიის

საბაკალავრო პროგრამა                                                                         

პროგრამა მიზნად ისახავს   მისცეს სტუდენტს  საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი   ცოდნა ცხოველური წარმოშობის  ნედლეულის გადამუშავების ტექნოლოგიაზე; გადამამუშავებელ  საწარმოებში არსებული  დანადგარ- მოწყობილობებისა და  მიმდინარე  ტექნოლოგიური პროცესების შესახებ; გამოუმუშაოს ტექნოლოგიური პროცესების ჩასატარებლად თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის შერჩევისა და პრაქტიკული გამოყენების  უნარ - ჩვევები; შეასწავლოს  ცხოველური წარმოშობის პროდუქტების  ხარისხი  და უვნებლობის საერთაშორისო ნორმები  და რეგულაციები.პროგრამა ორიენტირებულია შრომითი ბაზრებისათვის კონკურენტუნარიანი  სპეციალისტების მომზადებაზე. ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტების გადამუშავების ტექნოლოგიის დარგის განვითარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინსვლის ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებს. მთავრობის ძალისხმევით, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით და კერძო სექტორის ჩართულობით აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგია. დღეს, მსოფლიო მასთაბით, როგორც სურსაათის უვნებლობა, ასევე ვეტერინარია უმაღლეს დონეზეა განვითარებული. ჩვენ უფლება არ გვაქვს ჩამოვრჩეთ დროს და მის მოთხოვნებს. ამას გვკარნახობს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩართვაც და შიდა ეკონომიკური მოთხოვნებიც.

ხელმძღვანელი: უნივერსიტეტის ვეტერინარიისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი ომარ მაისურაძე

წმ. გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე თევზაძე ეწვია. მინისტრის მოადგილემ უნივერსიტეტის განახლებული სასწავლო გარემო, აუდიტორიები, ქიმიისა და ქირურგიული ლაბორატორიები დაათვალიერა, ასევე მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული განვითარება ხელს უწყობს სასწავლო პროცესის წარმატებით განხორციელებას, სწავლის ხარისხის ამაღლებას, პედაგოგთა და სტუდენტთა მოტივაციის გაზრდას. შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტები და მათი მხარდაჭერა.

სილაბუსი