From Portfolio

temp
temp
scotch egg
temp
scotch egg

წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის შესახებ

 

წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველია, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 14 ივნისის დადგენილების საფუძველზე გაიხსნა. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ფაკულტეტები ორ ათეულამდე სპეციალობით. დღემდე უნივერსიტეტმა აღზარდა რამდენიმე ათასი იურისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი და ეკონომისტი, რომლებიც დღეს წარმატებით მოღვაწეობენ ჩვენი სამშობლოს სხვადსხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში. თავისი არსებობის მანძილზე უნივერსიტეტმა დაიმკვიდრა საკუთარი ტრადიციები და ხელწერა იმ უაღრესად ჭეშმარიტ საქმეში, რასაც მომავალი სპეციალისტების მაღალ დონეზე მომზადება, აღზრდა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება ეწოდება. აღნიშნული შედეგია უნივერსიტეტის ფორმირებისთანავე სასწავლო პროცესის სწორი ორგანიზებისა. კერძოდ, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ უდიდესი ყურადღება დაუთმო სასწავლო-საშემსრულებლო დისციპლინის განმტკიცებას, მის ტრადიციად ჩამოყალიბებას სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებში. უნივერსიტეტში თბილისის სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლების გარდა სასწავლო, სალექციო-სამეცნიერო მუშაობისათვის მოწვეულნი არიან უდიდესი პრაქტიკისა და გამოცდილების მქონე ხელძღვანელი მუშაკები სხვადასხვა სასწავლო, სამეცნიერო და სახელმწიფო დაწესებულებებიდან. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მუშაობენ საქართველოს უზენაეს სასამრთლოში, ქალაქებისა და რაიონების სასამართლოებსა და პროკურატურებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატში, ტელევიზიასა და ბეჭდვით ორგანოებში. დღეს დღეისობით უნივერსიტეტს შემუშავებული აქვს განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელსაც წარმოგიდგენთ სტრატეგიული განვითარების კონცეფციის სახით.

 

რესურსები




 

ინფორმაცია

ვებგვერდი შექმნილია: 30.01.2004;

განახლებულია: 12.12.2010

საიტის ავტორი მარინა ხიზანიშვილი

სტუმარი:

Free Web Counter

კონტაქტი

Call ტელ : (+995 32) 2187207;

Call ტელ : (+995 32) 2541540;

Callტელ/ფაქსი: (+ 995 32) 2187107;

emailელ.ფოსტა: gpstu2000@gmail.com

მისამართი

ა. პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ვ.ჯიქიას) ქ.4;

ქ. თბილისი, საქართველო