From Portfolio

temp
temp
scotch egg
temp
scotch egg

წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მისია

 

წმიდა   გრიგოლ   ფერაძის    თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი (შემდგომში - სასწავლო უნივერსიტეტი) საქართველოში ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც  სრულიად იზიარებს საგანმანათლებლო სივრცეში ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობას და პათოსს და შესაბამისად, სასწავლო უნივერსიტეტის დაფუძნებისა და ფუნქციონირების გენერალურ მიზანს, ანუ მის მისიას წარმოადგენს:

მაღალკვალიფიციური კადრის მომზადება, სტუდენტების კონკურენტუნარიან  სპეციალისტებად  ჩამოყალიბება, რომლებმაც უნდა შეძლონ არამარტო საქართველოს საზოგადოებაში მიმდინარე ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი და ბიზნეს პროცესების სისტემური ანალიზი, აღქმა და კვლევა ლოკალურ სივრცეში, არამედ მოახდინონ სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესებისა და პრიორიტეტების მსოფლიო  პრაქტიკაში რეალიზება, რაც თავისთავად გულისხმობს განათლების ევროპულ სისტემაში გარკვეული ნაბიჯების წინ გადადგმას.  სასწავლო უნივერსიტეტი  ორიენტირებულია აგრეთვე, იმ საზოგადოებრივი მისიის შესრულებაზეც, რომელიც გულისხმობს  ინტერდისციპლინარული და კულტურათაშორისი პრინციპების განვითარებაზე დამყარებულ განათლების მოწყობას. 

წმიდა   გრიგოლ   ფერაძის    თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მისიის რეალიზება მოხდება ევროპულ სტანდარტებზე შედგენილი საგანმანათლებლო  აკადემიური პროგრამების და სასწავლო კურსების სილაბუსებზე დაფუძნებული სწავლის, სწავლებისა და  კვლევების განხორციელებით, სტუდენტებისათვის სპეციალობებისა და ასარჩევ დისციპლინათა ფართო არჩევანის შეთავაზებით, სასწავლო უნივერსიტეტის მართვაში აკადემიური პერსონალის და სტუდენტთა თანამონაწილეობის გაფართოებით, პერსონალის თვითგანვითარების უწყვეტი პროცესის განხორციელებით და ა.შ.

ასეთი სწავლა და სწავლება წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს ჩამოაყალიბებს ევროპული აზროვნების სრულყოფილ მოქალაქედ და სპეციალისტად, რომელმაც იცის როგორც ქართული, ისე ევროპული ფასეულობების არსი და ფასი და მათი ეფექტური შეთავაზება-შეხამებით მისცემს ქვეყანას სინერგიულ ეფექტს.  

 

რესურსები




 

ინფორმაცია

ვებგვერდი შექმნილია: 30.01.2004;

განახლებულია: 12.12.2010

საიტის ავტორი მარინა ხიზანიშვილი

სტუმარი:

Free Web Counter

კონტაქტი

Call ტელ : (+995 32) 2187207;

Call ტელ : (+995 32) 2541540;

Callტელ/ფაქსი: (+ 995 32) 2187107;

emailელ.ფოსტა: gpstu2000@gmail.com

მისამართი

ა. პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ვ.ჯიქიას) ქ.4;

ქ. თბილისი, საქართველო