წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ვახტანგ ფერაძე დაიბადა 1953 წლის 12 ოქტომბერს ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარაში.
განათლება:
1972-1979 წწ. ივენე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. ,,საქართველოს ისტორიის” სპეციალობით;
2005-2007 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურა, საქართველოს ისტორიის სპეციალობით;
სამეცნიერო ხარისხი, წოდება: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი
პროფესიული საქმიანობა:
1980-1982 წწ. საქართველოს პროფესიული კავშირების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის მეთოდისტი;
1983-1989 წწ ამავე სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის სასწავლო ნაწილის გამგე;
1989-1991 წწ ამავე სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში;
1991-1997 წწ. თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო დარგში;
2000-2004 წწ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის სასწავლო-სამეცნიერო სამმართველოს უფროსი;
2008 წლის 2 მაისს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “ერეკლე მეორის ევროპული პოლიტიკა და გეორგიევსკის ტრაქტატი” და მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და პროფესორის წოდება.
2008 წლის 8 ივნისს საქართველოს პოლიტიკურ მეცნირებათა აკადემიის საერთო კრებამ აირჩია აკადემიის ნადვილ წევრ-აკადემიკოსად.
სამეცნიერო შრომები:
არის 16 სამეცნიერო შრომის, მათ შორის 1 მონოგრაფიისა და 2 სახელმძღვანელოს ავტორი;
ოჯახური მდგომარეობა:
ცოლშვილიანი, ჰყავს ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი;









