წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავჯდომარემ ხატია მესხიამ და მოადგილემ, ეკატერინე ვაშაყმაძემ სტუდკავშირის წევრებთან ერთად განახორციელეს პროექტი, რომელიც თემატურად ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით "დუმილი არ შეიძლება".









