წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის მობილობით გადმომსვლელ სტუდენთა საყურადღებოდ

წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის მობილობით გადმომსვლელ სტუდენთა საყურადღებოდ

წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში მობილობით გადმომსვლელი სტუდენტების საბუთების მიღება იწარმოებს ამა წლის 25 აგვისტოდან   7 სექტემბრის ჩათვლით საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე გადმომსვლელმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება რექტორის სახელზე (ივსება უნივერსიტეტში).
  • პირადობის მოწმობის ასლი.
  • სასწავლო ბარათის ასლი/ამონაწერი.
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატის ასლი.
  • სამხედრო მიწერის ასლი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის).
  • უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლი (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის).

სამაგისტრო პროგრამზე გადმომსვლელმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ:

  • განცხადება რექტორის სახელზე (ივსება უნივერსიტეტში).
  • პირადობის მოწმობის ასლი.
  • სასწავლო ბარათის ასლი/ამონაწერი.
  • წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარების დოკუმენტის ასლი; 
  • სამხედრო მიწერის ასლი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);

 

 

წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი 18 სექტემბერს დაიწყება.  დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვმართეთ თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. N4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მე-6 სართული. ტელ: 2187 107