წმ.გრიგოლ ფერაძის სახლ–მუზეუმის გახსნა ბაკურციხეში

10 სექტემბერს, წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი გეპატიჟებათ ჩვენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს ბაკურციხეში გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის გახსნაზე. ჩვენი პარტნიორი ვარშავის უნივერსიტეტის ინიციატივით დამზადდა მემორიალური დაფები. ჩვენი უნივერსიტეტის მიერ, ვარშავის უნივერიტეტთან თანამშრომლობით, მოეწყობა გამოფენა, რომელიც ასახავს წმიდა გრიგოლ ფერაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას.