შპს წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 2018 წლის 19 იანვრიდან აცხადებს კონკურსს

შპს  წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი  2018   წლის  19 იანვრიდან   აცხადებს  კონკურსს:  პროფესორის,  ასოცირებული  პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ქვემოთ ჩამოთვლილ მიმართულებებზე:

  1. 1.    აგრარული    მეცნიერებანი

ა)   ვეტერინარია

  • პროფესორი  - 1 ადგილი;
  • ასოცირებული პროფესორი  - 3 ადგილი;
  • ასისტენტ პროფესორი––3 ადგილი;
  • ასისტენტი -3 ადგილი

 

2. ჰუმანიტარული მეცნიერებანი  -

 ინგლისური ფილოლოგია

  • პროფესორი  - 2  ადგილი;
  • ასოცირებული პროფესორი  -  3  ადგილი;
  • ასისტენტ  პროფესორი  - 3 ადგილი;
  • ასისტენტი - 3

    3.   საკონკურსო    პირობები

-         პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

-         ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

-         ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი;

-         ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი;

4. აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა  კანდიდატმა შპს - წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის   სასწავლო   უნივერსიტეტში    უნდა    წარმოადგინოს

ა)     საკონკურსო განცხადება;

ბ)    კონკურსანტის ანკეტა;

გ)    პირადობის მოწმობის ასლი;

დ)    უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;

ე) სამეცნიერო ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დოქტორანტების შემთხვევაში - დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა;

ზ)   CV   (ავტობიოგრაფია);

თ)  ბოლო  10   წელიწადში   გამოცემული  შრომების  სია;

ი)   ფოტოსურათი.

კ) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, ხოლო ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება (დადასტურება -შრომის წიგნაკის დამოწმებული ასლი -  ასეთის  არსებობის   შემთხვევაში- ან სათანადო   წესით  გაცემული  ცნობა);

5. შენიშვნა: აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი პროფესიული ნიშნით, ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი, რომლის შეფასებაც უნდა მოხდეს პროფესიული ნიშნით, საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს: 

ა) საკონკურსო განცხადება;

ბ)   კონკურსანტის ანკეტა;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;

ე) CV (ავტობიოგრაფია);

ვ)   ფოტოსურათი;

ზ) პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) სპეციალური მომზადების ან/და გამოქვეყნებული პულიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტები.

6. კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება მოხდება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

7. საკონკურსო  კომისია  უფლებამოსილია:

ა) მოიწვიოს  კონკურსანტი  გასაუბრებაზე;

ბ) საჭიროების  შემთხვევაში  მოსთხოვოს  კონკურსანტს   საცდელი  ლექციის   ჩატარება.

8. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს შემდეგ მისამართზე: საქართველო,  ქ. თბილისი,  ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 4  (ყოფილი ჯიქიას ქუჩა)  VI   სართული;

9. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 19 იანვრიდან, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018  წლის 19 თებერვლიდან   2018  წლის 21 თებერვლის  ჩათვლით,  წინასწარი შედეგების გამოცხადება 2018 წლის 26 თებერვალს,  სააპელაციო განაცხადების მიღება 2018 წლის 27 თებერვალს,  კონკურსის  საბოლოო შედეგები  გამოცხადდეს  2018   წლის  28 თებერვალს.