კონფერენციები

წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში 2015 წლის 7 დეკემბერს ჩატარდა არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის წმინდანად შერაცხვის XX წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია. 

წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში 2015 წლის 7 დეკემბერს ჩატარდა არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის წმინდანად შერაცხვის XX წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია. კონფერენცია გახსნეს და მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს წმ.გრ.ფერეძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, ვახტანგ ფერაძემ და გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ. წმინდა გრიგოლის წმინდანად შერაცხვის შესახებ – ისაუბრა გრიგოლ ფერაძის ძმისშვილმა პროფესორმა, რომანოზ ფერაძემ. გრიგოლ ფერაძის საზოგადოების ანგარიშგება წარადგინა – პროფესორმა ილია ფერაძემ. ბაკურციხის წმიდა გრიგოლის კულტურის ცენტრის მშენებლობის შესახებ მოხენება წარადგინა მამა გიორგიმ. პროფესორმა თამილა მგალობლიშვილმა წარმოადგინა თემა „წმინდა გრიგოლის ნაკვალევზე იერუსალიმში“. საკონფერენცია თემა „გრიგოლ ფერაძე და მისი ურთიერთობა ევროპის წამყვან მეცნიერებთან“ წარმოადგინა პროფესორმა, თამარ ჭუმბურიძემ. წმინდანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს – ვეტერინარიისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა სალომე ჭელიძემ და ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის სტუდენტმა მედეა ჭიღლაძემ. მოეწყო ფილმის ჩვენება ,,წმინდანის აუხდენელი ოცნება“. კონფერენციამ სამუშაო გარემოში ჩაიარა.

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სექციური მუშაობა გახსნა და მისასალმებელი სიტყვა, წარმოთქვა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა, თეა მაჭავარიანმა. ფაკულტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს საკონფერენციო თემები პროფესორ მასწავლებელთა მაღალი შეფასება დაიმსახურეს შემდეგმა სტუდენტებმა, 
თემა: „სტივენ კინგის წარმატების ფორმულა.“ 
მომხსენებელი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის II სემესტრის სტუდენტი ომარ ქარელიშვილი; ხელმძღვანელი: ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, თამარ ჩიხლაძე;
თემა: „21–ე საუკუნის წიგნისა და ბიბლიოთეკის ფენომენი.“ 
მომხსენებელი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის I სემესტრის სტუდენტი, ოქსანა სორდია; ხელმძღვანელი: ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, თამარ ჩიხლაძე;
თემა: „ფენტეზის პარადოქსი ანუ ფენტეზი გადაარჩენს ლიტერატურას.“ მომხსენებელი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორი, ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, თამარ ჩიხლაძე;
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადასცეს სერტიფიკატები.

 

ვეტერინარიისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სექციური მუშაობა გახსნა და მისასალმებელი სიტყვა, წარმოთქვა ვეტერინარიისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ვაჟა ქვაჭრელიშვილმა ფაკულტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს საკონფერენციო თემები .
პროფესორ მასწავლებელთა მაღალი შეფასება დაიმსახურესშემდეგმა სტუდენტებმა,

თემა: ,,ელექტრომაგნიტური ველის გავლენა კვერცხის საინკუბაციო თვისებებზე“. 
მომხსენებელი: ვეტერინარიისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის I სემესტრის სტუდენტი ლანა ლობჟანიძე; ხელმძღვანელი: ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რამაზ კიკვიძე;
თემა: ,,სახალისო მათემატიკა“. 
მომხსენებელი: ვეტერინარიისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის I სემესტრის სტუდენტი გიორგი ბერაძე; ხელმძღვანელი: ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რამაზ კიკვიძე;
თემა: ,,ლეონარდო და ვინჩის როლი ანატომიის განვითარების ისტორიაში“.
მომხსენებელი: ვეტერინარიისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის I სემესტრის სტუდენტი კონსტანტინე ბაცანკალაშვილი; ხელმძღვანელი: ვეტერინარიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ნინო მილაშვილი;
თემა: ,,საქართველოს მინერალური წყლები“. 
მომხსენებელი: ვეტერინარიისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის I სემესტრის სტუდენტი სალომე ჭელიძე; ხელმძღვანელები: ქიმიის აკადემიური დოქტორი ანტონინა მსხილაძე, ქიმიის აკადემიური დოქტორი ეთერი ჭაჭუა;
თემა: ,,რკინა ადამიანის ორგანიზმში“. 
მომხსენებელი: ვეტერინარიისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის I სემესტრის სტუდენტი ანნა შახმურადიანი; ხელმძღვანელები: ქიმიის აკადემიური დოქტორი ანტონინა მსხილაძე, ქიმიის აკადემიური დოქტორი ეთერი ჭაჭუა;
თემა: ,,ფარმაცია და მისი განვითარების თავისებურებები ძველ ინდოეთში, ეგვიპტესა და საბერძნეთში“. 
მომხსენებელი: ვეტერინარიისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის VII სემესტრის სტუდენტი დავით მუსელიანი; ხელმძღვანელი: ვეტერინარიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი შალვა მაკარაძე;
თემა: ,,ჭრილობის შეხორცება პირველადი, მეორადი დაჭიმვით და ფუფხის ქვეშ“.
მომხსენებელი: ვეტერინარიისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის VII სემესტრის სტუდენტი ელენე აბესაძე; ხელმძღვანელი: ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვლადიმერ თვალიაშვილი;
კონფერენციის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადასცეს სერტიფიკატები.

 

ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის სექციური მუშაობა გახსნა და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ფერაძემ. ფაკულტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს საკონფერენციო თემები .
პროფესორ მასწავლებელთა მაღალი შეფასება დაიმსახურეს შემდეგმა სტუდენტებმა, თემა: „გლობალიზაცია და საქართველო, ანუ როგორი პოლიტიკა უნდა ავირჩიოთ სამომავლოდ“ მომხსენებელი: ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის VII სემესტრის სტუდენტი, თამარ ტუხაშვილი; ხელმძღვანელი: ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ელისაბედ ბალიაშვილი;
თემა: ,, სახელმწიფოებრივი კონტროლი და რეგულირება ფირმებში.“
მომხსენებელი: ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის III სემესტრის სტუდენტი, ბექა ადეიშვილი; ხელმძღვანელი: ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ელისაბედ ბალიაშვილი;
თემა: „რეკრეაციული ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში.“
მომხსენებელი: ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის III სემესტრის სტუდენტი, სოფიკო ოქრუაძე; ხელმძღვანელი: ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ელისაბედ ბალიაშვილი;
თემა: „საგადასახადო სისტემა.“ მომხსენებელი: ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის III სემესტრის სტუდენტი, თორნიკე დიასამიძე; ხელმძღვანელი: ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, სუზანა დობორჯგინიძე;. 
თემა: „მონოპოლია და კონკურენციის ბაზარი“
მომხსენებელი: ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის I სემესტრის სტუდენტი, გიორგი გაბუნია; ხელმძღვანელი: ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, სუზანა დობორჯგინიძე;
კონფერენციის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადასცეს სერტიფიკატები.