ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ხარისხის უზრუნველყოფა

წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შექმნილია  სასწავლო და კვლევითი მუშაობის, აგრეთვე,  პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატიური შეფასების მიზნით. სამსახური  უზრუნველყოფს: 

  • უნივერსიტეტში სწავლებისა და კვლევების ხარისხის ამაღლებას და შესწავლაზე (ათვისებაზე)  ორიენტირებული განათლების დანერგვას;
  • სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვას;
  • სასწავლო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, აკადემიური პერსონალისა და სასწავლო რესურსების შეფასების პროცედურების შემუშავებასა და ანალიზს;
  • საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგსა და მათი გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შემუშავებას;
  •  სისტემატური თვითშეფასების განხორციელებას;
  • ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაციისთვის თვითშეფასების პროცესის ორგანიზებას;
  • საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის  ინტეგრაციას;
  • თანამშრომლობას საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; 
  • საზოგადოებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებას და რეალიზებას.

 

წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის  სწავლისა და სწავლების ხარისხს მართავს დაუზრუნველყოფს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსიპროფესორი ელისაბედ ბალიაშვილი.

ელისაბედ ბალიაშვილი – ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი; ეწევა სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.  არის      40–ზე          მეტი  სამეცნიერო სტატიისა და  2 სახელმძღვანელოს ავტორი. აგრეთვე,  ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების – საბაკალავრო, სამაგისტრო და პროფესიული პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი. გააჩნია დონორ ორგანიზაციებთან (საგრანტო პროექტებში) თანამშრომლობის კარგი პრაქტიკული გამოცდილება. 2005-2012 წლებში „ბიზნესის განვითარების მხარდაჭერისა და ბიზნესმენთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ გენერალური დირექტორი2002-2004 წლებში – ქ. თბილისის მერიასთან არსებული შპს „ქ.თბილისის მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის“ პროექტების კოორდინატორი. 2010-2016 წლამდე    წმიდა გრიგოლ ფერაძის  თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. 

მიმაგრებული ფაილები:

წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის   პრაქტიკის დებულება

წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკის ს ი ლ ა ბ უ ს ი ს საორიენტაციო ნიმუში

აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების (საბაკალავრო და სამაგისტრო)  შემუშავების ინსტრუქცია

წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო  უნივერსიტეტის საბაკალავრო ნაშრომის შესრულების ზოგადი ინსტრუქცია

წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამაგისტრო  ნაშრომის შესრულების ზოგადი ინსტრუქცია 

წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ს ი ლ ა ბ უ ს ი ს საორიენტაციო ნიმუში