მისია

წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი (შემდგომში - სასწავლო უნივერსიტეტი) საქართველოში ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც სრულიად იზიარებს საგანმანათლებლო სივრცეში ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობას და პათოსს და შესაბამისად, სასწავლო უნივერსიტეტის დაფუძნებისა და ფუნქციონირების გენერალურ მიზანს, ანუ მის მისიას წარმოადგენს:

მაღალკვალიფიციური კადრის მომზადება, სტუდენტების კონკურენტუნარიან სპეციალისტებად ჩამოყალიბება, რომლებმაც უნდა შეძლონ არამარტო საქართველოს საზოგადოებაში მიმდინარე ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი და ბიზნეს პროცესების სისტემური ანალიზი, აღქმა და კვლევა ლოკალურ სივრცეში, არამედ მოახდინონ სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესებისა და პრიორიტეტების მსოფლიო პრაქტიკაში რეალიზება, რაც თავისთავად გულისხმობს განათლების ევროპულ სისტემაში გარკვეული ნაბიჯების წინ გადადგმას. სასწავლო უნივერსიტეტი ორიენტირებულია აგრეთვე, იმ საზოგადოებრივი მისიის შესრულებაზეც, რომელიც გულისხმობს ინტერდისციპლინარული და კულტურათაშორისი პრინციპების განვითარებაზე დამყარებულ განათლების მოწყობას.

წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მისიის რეალიზება მოხდება ევროპულ სტანდარტებზე შედგენილი საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამების და სასწავლო კურსების/დისციპლინების სილაბუსებზე დაფუძნებული სწავლის, სწავლებისა და კვლევების განხორციელებით, სტუდენტებისათვის მოდულების და ასარჩევ დისციპლინათა ფართო არჩევანის შეთავაზებით, სასწავლო უნივერსიტეტის მართვაში აკადემიური პერსონალის და სტუდენტთა თანამონაწილეობის გაფართოებით, პერსონალის თვითგანვითარების უწყვეტი პროცესის განხორციელებით და ა.შ.

ასეთი სწავლა და სწავლება წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს ჩამოაყალიბებს ევროპული აზროვნების სრულყოფილ მოქალაქედ და სპეციალისტად, რომელმაც იცის როგორც ქართული, ისე ევროპული ფასეულობების არსი და ფასი და მათი ეფექტური შეთავაზება-შეხამებით მისცემს ქვეყანას სინერგიულ ეფექტს.

წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მისიის განხორციელებისთვის ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტიტუციით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.