მმართველობა

ძვირფასო მეგობრებო!

                     მოგესალმებით ჩვენს უმაღლეს  სასწავლებელში -წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში

                       ჩვენი უნივერსიტეტი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ერთ-ერთი პირველია იმ უმაღლეს დაწესებულებათა შორის, რომელმაც გაიარა და გაითავისა განათლების სისტემის რეფორმები და შეუერთდა ბოლონიის პროცესს. ჩვენი უნივერსიტეტი არის სასწავლებელი, რომელიც სრულიად უზრუნველყოფს განათლების მაღალ ხარისხს, სწავლებისა და სწავლის მაღალ დონეს და აკადემიურ თავისუფლებას.

                   ჩვენს უნივერსიტეტში ყველა სტუდენტს ეძლევა შანსი მიიღოს ღრმა პროფესიული ცოდნა და თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი განთლება, რათა ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს პროფესიულ საქმიანობაში.

                 თქვენ, ვინც დღეს უნივერსიტეტის კარი შემოაღეთ, გელოდებათ მრავალფეროვანი და საინტერესო სტუდენტური ცხოვრება. მაღალკვალიფიცირებული ლექტორები გაგიზიარებენ თავიანთ ცოდნას, გამოცდილებას.

                  კეთილი იყოს თქვენი მობრძანება წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში. გისურვებთ წარმატებებს იმ რთულ გზაზე, რომელსაც ცოდნის შეძენა ჰქვია!

                                                                                                                     

ვახტანგ ფერაძე

რექტორი