საერთაშორისო თანამშრომლობა

საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობისა და მათ მიმართ ნდობის ამაღლების, უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების, ინფორმაციის გაცვლის, ერთობლივი პროგრამების შექმნის და კურსდამთავრებულთა დასაქმების ინტერნაციონალიზაციის კუთხით  წმ. გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან.

 

Princes College, London

2014 წელს ხელი მოვაწერეთ ლონდონის სასწავლო დაწესებულებასთან-Princes College, London, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა მიმდინარე და სამომავლო პერსპექტივები კულტურული და საგანმანათლებლოს სფეროებისათვის.

ამ ხელშეკრულების ფარგლებში 2015 წლის 20-23 ნოემბერს უნივერსიტეტს ეწვია Princes College-ის ტრენერი, ქალბატონი ქერენ ოლდველი, რომელმაც ჩაატარა საჯარო ლექცია სტუდენტებთან და 3 დღიანი ინტენსიური ტრენინგი ინგლისური ენის სპეციალისტებისათვის თემაზე:  "THE ROLE OF TECHNOLOGY IN ENGLISH LANGUAGE TEACHING" . 

 

ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი (THE CENTRE FOR  EAST  EUROPEAN STUDIES, UNIVERSITY OF WARSAW

გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი  პოლონეთის მხარესთან ერთად (ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი და მისი დირექტორი იან მალიცკი და ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი დავით ყოლბაია),  ახორციელებს ერთობლივ ღონისძიებებს. ერთ-ერთი ასეთი ერთობლივი ღონისძიება ჩატარდა  2015 წლის 12-14 სექტემბერს  არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის წმინდანად შერაცხვის XX და პოლონეთის უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის იოზეფ პილსუდსკის გარდაცვალებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო და სამეცნიერო კონფერენცია. ეს უდიდესი ღონისძიებები დაიგეგმა  პოლონეთის საელჩოს, თბილისის საკრებულოს, საქართველოს საპატრიარქოს, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, წმიდა გრიგოლ ფერაძის საზოგადოების და, წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მონაწილეობით.


The Open Door Center

2014 წლის სექტემბერში გრ.ფერაძის თბილისის  სასწავლო უნივერსიტეტმა გააფორმა მემორანდუმი  შპს. ღია კარი ცენტრთან- The Open Door Center. ამერიკელი პეადგოგები ატარებენ ინგლისური ენის გაკვეთილებს სტუდენტებისთვის მათი საკომუნიკაციო კომპეტენციის გასამუჯობესებლად. წმ.გრიგოლ ფერაძის უნივერსიტეტი გეგმავს   2016 წლიდან ამერიკელი პედაგოგების მოწვევას და აქტიურად ჩაბმას სასწავლო პროცესში.   

ბუნებრივ გარემოში მეტყველებ ახელს უწყობს სტუდენტის საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარებას. სწორედ ინტერაქცია ენის მატარებლებთან განაპირობებს მეტყველების კომპეტენციის გამომუშავებას სტუდენტებში. შესაბამისად, ამერიკელი მასწავლებლების მიერ ჩატარებული ლექსიკის პრაქტიკული მეცადინეობები ძალზე მნიშვნელოვანი დანამატია ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამისათვის.

მხარეები თანამშრომლობენ ერთობლივი საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და სტანდარტის დახვეწაზე,  აგრეთვე, სტუდენტებსა და პროფესორ –მასწავლებლებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებსა და  ტრენინგ–სემინარებში  ან გაიარონ მხარეების მიერ შემოთავაზებული სასწავლო კურსები. 


ბაქოს ევრაზიის უნივერსიტეტი

აღნიშნულ უნვერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მოიცავს ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით პროექტებს, სტუდენტთა გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ დისტანციურ სასწავლო პროგრამებს, ასევე მასწავლებლებისათვის და სტუდენტებისთვისერთობლივის დასვენებისა და სოციალურ-კულტურული ღონისძიებების პროგრამების ორგანიზებას. 

 

Hualing Tbilisi- ჰუალინგ თბილისი

საქართველოში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Hualing Tbilisi საერთაშორისო სასტუმროთა ქსელის - Hotels &Preference - ის პირველი წარმომადგენლობა გაიხსნა. კომპლექსის ფარგლებში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი გაიხსნება. ჰუალინგის სასტუმრომ ახალი სიტყვა შეიტანა ქართულ ტურისტულ სექტორში, როგორც ბიზნეს წრეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო და ახალი მიმართულება აქვს სასტუმროს. ეს არის ფრანგულ- ჩინური ნაზავი. სწორედ ეს კომპანია გვიწევს პარტნიორობას და მონაწილეობას იღებს საგანმანათლებლო პროგრამის და სასწავლო პროცესის წარმართვასა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში - საჯარო  ლექციების ჩატარებისა და გამოცდილების გაზიარების სახით;

ჰუალინგის სასტუმრო დახმარებას უწევს უნივერსიტეტს აღნიშნულ სფეროში დასაქმებულ  სხვადასხვა ასოციაციებთან კონტაქტების დამყარებასა და მათი გამოცდილების გაზიარებაში და ასევე  სტუდენტებს დარგის მიღწევების გაცნობაში;