ჰუმანიტარულ მეცნიერებათა

სასწავლო პროცესითბილისის წმ.გრიგოლ ფერაძის სასწავლო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ფუნქციონირებს მისი დაარსებიდან (1991 წლიდან) დღემდე. ფაკულტეტზე ხორციელდება ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა და ინგლისური ენა და ლინგვისტიკის სამაგისტრო პროგრამა.

სასწავლო პროცესის გამართულ ფუნქციონირებას და პროფესიონალი კადრის მომზადებას ახორციელებს მაღალკვალიფიცირებული აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედი პროგრამები სრულ შესაბამისობაშია წმ. გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მისიასთან, რაც მოიცავს მაღალკვალიფიციური კადრის მომზადებას და სტუდენტების კონკურენტუნარიან სპეციალისტებად ჩამოყალიბებას.

უნივერსიტეტს გააჩნია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, კომპიუტერული კლასები და ლინგაფონის კაბინეტი, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტებს ინგლისური ენის საწარმოთქმო და ინტონაციური ხასიათის პრობლემების აღმოფხვრაში.

სასწავლო პროცესი

 

ბიბლიოთეკის მდიდარი წიგნადი ფონდი (დაახლოებით 12 00 ეგზემპლიარი), ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტეტის პროფესორ- მასწავლებლებს და სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა დაესწრონ წმ.გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საუნივერსიტეტო და საერთაშორისო კონფერენციებს, უცხოელი პარტნიორების მიერ ჩატარებულ უორქშოფებს და ტრენინგებს და გაემგზავრონ საზღვარგარეთ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ტურებში.

სილაბუსი